ფეხბურთი

10:27 | 26.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

არსენ ვენგერმა "არსენალში" თავისი მემკვიდრე დაასახელა

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა უშეცდომოდ უნდა ითამაშოს, რადგან მეტოქე ძალიან ძლიერია.

“ჩვენი სიძლიერე უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც უყვარს თამაში და ბურთის კონტროლი. “ატლეტიკო” ძლიერი გუნდია, შევხედოთ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს. ესაა ქვეყანაში რანგით მეორე გუნდი. ასე, რომ ჩვენ საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ და ძალიან ყურადღებით ვითამაშოთ. მადრიდელებს არ აქვთ სუსტი წერტილები, ისინი თანაბრად ძლიერები არიან, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. ამიტომაც, იდეალური თამაში უნდა ჩავატაროთ”, - განაცხადა ვენგერმა.

შემდეგ კი, ფრანგმა სპეციალისტმა, რომელიც “არსენალს” სეზონის ბოლოს, 22 წლის შემდეგ დატოვებს, თავისი მემკვიდრის შესახებაც ჩამოაგდო სიტყვა:

“მე არ მინდა, ვინმე გავლენის ქვეშ მოვაქციო, მაგრამ ძალიან დიდ პატივს ვცემ ლუის ენრიკეს”, - დასძინა ვენგერმა.

“არსენალისა” და “ატლეტიკოს” მატჩი დღეს, ლონდონში გაიმართება. საპასუხო შეხვედრა კი, ერთ კვირაში უკვე მადრიდში შედგება.

0.107642