ფეხბურთი

2:41 | 26.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

იუპ ჰაინკესი: "გასაკვირი არაა, რომ წავაგეთ"

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა “რეალთან” (1:2) მატჩი შეაფასა. 73 წლის სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა მეტოქეს გამარჯვება მკაფიო შეცდომების ხარჯზე აჩუქა და მარცხის ამან განაპირობა.

“რეალს” ორი გოლი ვაჩუქეთ მკაფიო შეცდომების გამო. ჩვენ გვქონდა ბევრი საგოლე მომენტი, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ, შემდეგ ფეხბურთელები დაგვიშავდა და ამან პრობლემები შეგვიქმნა. ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ წავაგეთ.

ახლა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მადრიდში სიტუაცია გამოვასწოროთ, რომელიც გართულებულია. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენი საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ, “რეალმა” კარში ორჯერ დაარტყა და გაიტანა”, - აღნიშნა ჰაინკესმა.

მადრიდის “რეალსა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის საპასუხო მატჩი 1 მაისს, ესპანეთის დედაქალაქში ჩატარდება.

0.116048