ფეხბურთი

2:30 | 26.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანი: "მე მიყვარს ფეხბურთი"

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მიუნხენის “ბაიერნთან” (2:1) მატჩი შეაფასა. ფრანგი სპეციალისტი თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა და აღნიშნა, რომ მიუნხენში გამარჯვების მოპოვება ადვილი არაა.

“მათ ჰქონდათ თავიანთი შანსი, ჩვენ – ჩვენი. ფეხბურთი ასეთია. მატჩი რთულად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ თამაში გავაუმჯობესეთ. კმაყოფილები ვართ, რადგან აქ გამარჯვება ადვილი არაა. თავიდან ბურთის შენარჩუნება გვიჭირდა, მაგრამ ბრძოლა არასდროს შეგვიწყვეტავს. კარვახალის ნაცვლად რატომ ბენზემა? – მე მიყვარს ფეხბურთი და ყოველთვის ვცდილობ შეტევას. კარვახალის ტრავმა იმედია, სერიოზული არაა. ასენსიო კი საოცარია, მისი ასეთი თამაში ჩვენთვის სიახლე არაა. კარგი მატჩი ჩაატარა ლუკას ვასკესმაც, რომელმაც დაცვის ფლანგზეც დიდი სამუშაო შეასრულა და მოდრიჩის დახმარებით რიბერი გაანეიტრალა”, - განაცხადა ზიდანმა.

“რეალსა” და “ბაიერნს” შორის საპასუხო მატჩი 1 მაისს, მადრიდში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113422