სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

1:30 | 26.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" ფინალში რეალურია (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მიუნხენის “ბაიერნმა” კრიშტიანუ რონალდუ შეაჩერა, მაგრამ “რეალი” ვერ. შესაბამისად, მადრიდელებმა კიევისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. რა თქმა უნდა, “რეკორდმაისტერი” უშანსოდ არაა დარჩენილი და ამის საბუთად ზინედინ ზიდანის გუნდის გამოსვლაც გამოდგება წინა ეტაპზე, ან თუნდაც ამავე გუნდებს შორის შარშანდელი ნახევარფინალი (მაშინაც ესპანელებმა სტუმრად 2:1 მოიგეს, მადრიდში კი ყველაფერი დამატებით დროში გაირკვა).

მიუხედავად ამისა, ძნელია “სამეფო კლუბი” ფავორიტად არ შერაცხო, როდესაც საკუთარ მოედანზე ჩასატარებელ საპასუხო მატჩს უპირატესობით ხვდება. ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა. ალბათ, ისიც, რომ “ბლანკოსი” დღეს უფრო კარგი გუნდია, ვიდრე “ბაიერნი”. თუმცა, უნდა აღინიშნოს იუპ ჰაინკესის სერიოზული საკადრო პრობლემები, რაც კიდევ უფრო გაძლიერდა უშუალოდ მატჩის მიმდინარეობისას. ბარე-ორი გუნდი ვერ მოახერხესბ პირველივე ტაიმში არიენ რობენისა და ჟერომ ბოატენგის კალიბრის ფეხბურთელების ჩანაცვლებას და ვერც მიუნხენელებმა მოახერხეს.

არადა, თამაში არ ყოფილა ისეთი, რომ ვთქვათ, გინდა თუ არა, “რეალს” უნდა მოეგოო. უბრალოდ, სტუმრებმა ბოძებული შანსი მაქსიმალურად გამოიყენეს, მაშინ, როდესაც მასპინძლები ამავე ფაზაში ძალიან, ძალინ მოიკოჭლებდნენ. “ბაიერნს” არაერთი საგოლე მომენტი ჰქონდა – 1:0-ზეც და მერეც. თუმცა ჰაინკესის ბიჭებმა საგოლე მომენტები სათანადოდ ვერ შეირგეს.

ოდენ ჯოშუა კიმიხი გამოირჩა, რომელიც შეტევაში ჩინებულად ჩაერთო და გზა აუბნეული კეილორ ნავასის მოძრაობაც კარგად შენიშნა. ახალგაზრდა მცველმა ზუსტად დაარტყა და “რეკორდმაისტერი” წინ გავიდა. შანსი როგორც ვთქვით, ერეც იყო, ხოლო გოლი მარსელოს სინდისზე გახლდათ, რომელიც დაცვას ჩამორჩა. და მაინც, ბრაზილიელმა ტაიმის მიწურულს შეცდომა სრულად გამოისყიდა და საჯარიმოს მისადგომებიდან მშვენირი გოლი გაიტანა. ისეთი სვენ ულრაიხს შანსი რომ ჰქონდა და იუპიც ძალიან გაბრაზდა. ჰაინკესი კარგად ხვდებოდა, რომ მის გუნდს შეცდომის უფლება თითქმის არ ჰქონდა და ასეც იყო.

მეორე ტაიმის პირველივე წუთიდან ზიდანმა ინერტული ისკო მარკო ასენსიოთი ჩაანაცვლა და სწორედ მან თქვა გადამწყვეტი სიტყვა. გოლი ისევ შეცდომას მოჰყვა. ამჯერად რაფინიას თავი ვარჯიშზე ეგონა, მოედნის ცენტრში გაუგებარი გადაცემა გააკეთა, რასაც მადრიდელთა სწრაფი და ჩინებული კომბინაცია მოჰყვა: ასენსიო-ვასკესი-ასენსიო ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა. “ბაიერნი” წინ წავიდა და შეეძლო გატანა, მაგრამ, არა, დღეს შეტევაში გერმანელები ერთობ მისუსტებდნენ. ამასობაში, კრიშტიანუ რონალდუ ზედიზედ 11 მატჩში გატანის შემდეგ სერიის დასრულების საშიშროების წინაშე დადგა. პორტუგალიელს რაღა თქმა უნდა, ეს ძალიან არ სურდა. გაიტანა კიდეც, მაგრამ სანამ დაარტყამდა ბურთი ხელით გაიჩერა. მიუხედავად იმისა, რომ დარღვევა აშკარა გახლდათ, რონალდუ მსაჯს არ დაეთანხმა და კარგა გვარიანი პროტესტიც გამოხატა, აქაოდა, ბურთი მკერდით გავაჩერეო...

მერე, ბიორნ კუიპერსის სასტვენიც გაისმა. “რეალმა” “ბაიერნს” ზედიზედ მეექვსე თამაში მოუგო და მიუნხენელებს ასეთი ცუდი სერია აქამდე არავისთან ჰქონიათ. გარდა ამისა, “ბაიერნმა” “ალიანც არენაზე” მესამედ წააგო “სამეფო კლუბთან” და ესეც რეკორდია. მოკლედ, გერმანელთთათვის “რეალი” ხომ ისედაც უხერხული მეტოქე იყო და ახლა, ხომ საერთოდ.

წინ კიდევ 90 (შესაძლოა, 120) წუთია. “რეალმა” ნაბიჯი წინ გადადგა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, საქმე მიუნხენის “ბაიერნთან” გვაქვს...

“ბაიერნი” – “რეალი” 1:2 (1:1) VIDEO

მიუნხენი, “ალიანც არენა”

მაყურებელი: 70 000

“ბაიერნი” (4-1-4-1): ულრაიხი; კიმიხი, ბოატენგი (ზულე 34), ჰუმელსი, რაფინია; ხავი მარტინესი (ტოლისო 75); რობენი (ტაიგო ალკანტარა 8), მიულერი, ხამესი, რიბერი; ლევანდოვსკი

მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი

“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი (ბენზემა 67), სერხიო რამოსი, ვარანი, მარსელო; მოდრიჩი, კაზემირო (კოვაჩიჩი 83), კროოსი; ვასკესი, რონალდუ, ისკო (ასენსიო 46)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: 1:0 კიმიხი (28), 1:1 მარსელო (44), 1:2 ასენსიო (57)

გაფრთხილება: რიბერი (52), ტიაგო ალკანტარა (89) – კაზემირო (78)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 6 (4) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 10:3 თამაშგარე: 0:6

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.119699
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X