ფეხბურთი

22:20 | 25.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოქსლეიდ-ჩემბერლენი მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს

ინგლისური “ლივერპულის” ნახევარმცველი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. გარდა ამისა, 24 წლის ფეხბურთელს დამდეგი მსოფლიოს ჩემპიონატიც გაუცდება. აღნიშნული ინფორმაცია “წითლების” ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ინგლისელმა ფეხბურთელმა მუხლის ტრავმა “რომასთან” (5:2) ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის დასაწყისში მიიღო.

“ლივერპული” ადასტურებს, რომ ოქსლეიდ-ჩემბერლენისთვის მუხლის ტრავმის გამო სეზონი დასრულდა. რამდენადაც დაზიანება აჩვენებს, მას რუსეთში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატიც გაუცდება. ამ ეტაპზე შეუძლებელია ზუსტი თარიღის დასახელაბ, თუ როდის დაბრუნდება. სარეაბილიტაციო პერიოდის გავლის შემდეგ იგი მოედანს მომავალ სეზონში დაუბრუნდება”, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 45 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13589