ფეხბურთი

20:36 | 25.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" მესი უკაპიტნებს

კატალონიის “ბარსელონას” ანდრეს ინიესტა ტოვებს და შესაბამისად, ზაფხულიდან “ბლაუგრანას” ახალი კაპიტანი ეყოლება. Sport-ის ინფორმაციით, კაპიტნის სამკლავურს ლიონელ მესი გადაიბარებს, რომელიც მიმდინარე სეზონში გუნდის ვიცე-კაპიტანია.

მესისთვის ეს უცხო როლი არაა. არგენტინის ნაკრებს უკვე წლებია კაპიტნობს.

რაც შეეხება “ბარსელონას”, კარლეს პუიოლის ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ კატალონელებს ჯერ ჩავი, ხოლო შემდეგ ანდრეს ინიესტა კაპიტნობდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115747