თამაშგარე

17:46 | 25.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

კიმ კარდაშიანს მეგოლფე მამაკაცები იზიდავს

ეპატაჟურობითა და სიცანცარით სახელგათქმული სომხური წარმოშობის ამერიკელი მოდელი და მსახიობი, კიმ კარდაშიანი აცხადებს, რომ მას თავისი დიდებული და მსუყე სექსუალური ცხოვრების მანძილზე ყველაზე მეტად გოლფი და მეგოლფე მამაკაცები იზიდავდა და ფიქრობს რომ ეს ახლაც ასეა.

კიმ კარდაშიანს აქამომდე იმდენ მამრთან ჰქონია მეგობრული თუ ბუღრაობით ურთიერთობა, რომ გასაკვირიც კი იქნებოდა მათ შორის მეგოლფეებიც რომ არ ყოფილიყვნენ - სხვა სფეროების წარმომადგენელ ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ ოყლაყებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

შეერთებულ შტატებში იმასაც ამბობენ, კარდაშიანი ხშირად სექსუალურ თავგადასავლებს თავადაც თხზავდა, ბულვარული მედიის ყურადღების ცენტრში მუდმივად რომ ყოფილიყოო. ამ ქალისგან გასაკვირი არაფერია, მაგრამ გამოგონება აბა რაში უნდა დასჭირდებოდა, როდესაც დღენიადაგ იმას აკეთებდა, რაც წიგნ “ემანუელას“ 1-დან 230 გვერდამდე წერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.153071