კალათბურთი

12:48 | 25.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის მორიგი გაბრწყინება სერბეთში: 19 ქულა და 15 მოხსნა

გოგა ბითაძის მორიგი შედეგიანი მატჩი სერბეთის ჩემპიონატში. მომავალ ივნისს დაგეგმილი ნბა-ს დრაფტისთვის გამზადებული ქართველი ცენტრი ყველა მატჩში გამორჩეულია, წუხელ კი სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. მართალია, მისი გუნდი შინ მლადოსტთან ბრძოლაში – 90:92 დამარცხდა, თუმცა ქართველმა ცენტრმა ორმაგი დუბლი მიითვალა და შედეგიანობით ყველას აჯობა.

ბითაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 26:20 წუთში 19 ქულა, 15 მოხსნა (4 შეტევაში), 6 დაფარება და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 12-დან 9 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ჩვენებურის სარგებლიანობის კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა, რასთან ახლოსაც კი ვერავინ მივიდა.

“მეგა ბემაქსს” სერბეთის ჩემპიონატის A ჯგუფში 1 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა, მომდევნო შეხვედრა კი 27 აპრილს, ისევ შინ, “ბორაცთან” ელის, რომელმაც დღეს, უმთავრეს ფავორიტ “ცრვენა ზვეზდას” სძლია.

gbf.ge

0.126142