სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

1:27 | 25.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნაცნობი ინტრიგა რომაული შეხვედრის წინ
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

“ენფილდ როუდზე” მე-80 წუთამდე თამაში ისე მიმდინარეობდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩს ყველანაირი აზრი ეკარგებოდა, თუმცა დასკვნით ათ წუთში “რომამ” “ლივერპულს” ორი გოლი გაუტანა და წყვილში ინტრიგა შენარჩუნდა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ იტალიურმა კლუბმა სულ ცოტა ხნის წინ, “ბარსელონას” “სტადიო ოლიმპიკოზე” სწორედ სამბურთიანი ჩამორჩენა აღმოუფხვრა.

შეხვედრა 30-ე წუთამდე შეიძლება ითქვას, რომ თანაბარი იყო. საერთოდაც, სტუმრებს შეეძლოთ ანგარიშის გახსნა: ალექსანდრ კოლაროვის გასროლის შემდგომ, კარიუსმა ბურთი ცუდად მოიგერია, ხოლო შემდგომ ხარიხას მოხვდა და “ლივერპული” გადარჩა.

მერსისაიდელებმა სათამაშო ინიციატივა ტაიმის დასკვნით 15 წუთში მთლიანად მოიპოვეს და მეტოქეს შავი დღე დააყენეს: ორწუთიან მონაკვეთში მასპინძლებს სამჯერ შეეძლოთ გატანა, მაგრამ ორ შემთხვევაში სადიო მანემ ააცილა, ხოლო მოჰამედ სალაჰს ალისონმა აუღო. ეგვიპტელმა შემტევმა 36-ე წუთზე ყოფილ გუნდს მაინც გაუტანა, თანაც ძალიან ლამაზი გოლი, რომელიც არ აღნიშნა.

იურგენ კლოპის შეგირდებმა შეტევები განაგრძეს და ორ წუთში დეიან ლოვრენის თავური ხარიხამ უკუაგდო, პირველ დამატებულ წუთზე კი კონტრშეტევაზე სალაჰმა ივარგა, მეკარესთან პირისპირ დარჩა, ალისონს ბურთი თავზე გადაუგდო და დუბლი გაიფორმა.

მოჰამედ სალაჰი მეორე ნახევარშიც დუბლით გამოირჩა, ოღონდ საგოლე გადაცემებით. მან 56-ე წუთზე სადიო მანეს ახლო მანძილიდან გაატანინა, ხოლო 61-ე წუთზე ფლანგზე ერთი მოთამაშე იოლად გააბითურა და მშვენიერი პასით, რობერტო ფირმინოს ცარიელ კარში შეაგდებინა. რვა წუთში ფირმინო ჯეიმს მილნერის მოწოდებულ კუთხურს გამოეხმაურა და თავური დარტყმით მეორეც გაიტანა. ანგარიში 5:0 გახდა და “რომა” განწირული ჩანდა, მაგრამ შეხვედრის დასკვნით ათ წუთში მასპინძლები მოდუნდნენ, რითაც “მგლებმა” ისარგებლეს და 81-ე წუთზე ედინ ჯეკომ ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო ოთხ წუთში დიეგო პეროტიმ პენალტი გამოიყენა და შეხვედრა 5:2 დასრულდა.

ასე რომ, თუ გავითვალისწინებთ “ბარსელონასთან” მოგებულ შეხვედრას, “რომა” "სტადიო ოლიმპიკოზე" უშანსოდ არ უნდა იყოს.

“ლივერპული” – “რომა” 5:2 (2:0)

ლივერპული, “ენფილდ როუდი”

მაყურებელი:

“ლივერპული” (4-3-3): კარიუსი; ალექსადერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი; ოქსლეიდ ჩემბერლენი (ვეინალდუმი 18), ჰენდერსონიმ მილნერი; სალაჰი (ინგსი 75), ფირმინო (კლავანი 93), მანე.

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

“რომა” (3-4-2-1): ალისონი; ფაციო, მანოლასი, ჟუან ჟესუსი (პეროტი 67); ფლორენცი, დე როსი (გონალონსი 67), სტროოტმანი, კოლაროვი; ჯენგიზ იუნდერი (შიკი 46), ნაინგოლანი; ჯეკო.

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლები: 1:0 სალაჰი (36), 2:0 სალაჰი (45), 3:0 მანე (56), 4:0 ფირმინო (62), 5:0 ფირმინო (69), 5:1 ჯეკო (81), 5:2 პეროტი (85 პენ.)

გაფრთხილება: ალექსადერ-არნოლდი (39), ლოვრენი (74), ჰენდერსონი (85) – ჟუან ჟესუსი (26), ფაციო (85)

სტატისტიკა – დარტყმა: 20 (11) – 14 (6); ბურთის ფლობა: 50%-50%; კუთხურები: 7-4 თამაშგარე: 5-3

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.110417
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X