ფეხბურთი

20:54 | 24.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

იგორ ტუდორი იტალიაში დაბრუნდა

იტალიის სერია A-ს ბინადარ “უდინეზეს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – იგორ ტუდორი. აღნიშნულ ინფორმაციას უდინური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს. მხარეებს შორის კონტრაქტ 2019 წლის ივნისამდე გაფორმდა.

“უდინეზეს” აქამდე მასიმო ოდო ხელმძღვანელობდა, მაგრამ წარუმატებელი შედეგების გამო კარისკენ მიუთითეს. ოდოს თავკაცობით “უდინეზეს” პირადი ანტირეკორდი დაამყარა და ზედიზედ 11 თამაში წააგო იტალიის ჩემპიონატში. შესაბამისად, ერთ დროს უსაფრთხოდ მყოფი კლუბი გასავარდნ ზონას მხოლოდ 4 ქულითაა მოშორებული და ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის უწევს ბრძოლა.

რაც შეეხება ტუდორს – ბოლო სტამბოლის “გალათასარაის” ედგა სათავეში საიდანაც 2017 წლის დეკემბერში დაითხოვეს. ტუდორისთვის იტალია ნაცნობი ადგილია. 1998-2007 წლებში ტურინის “იუვენტუსის” ღირსებას იცავდა, ხოლო 2005-2006 წლების სეზონი იჯარით “სიენაში” გაატარა.

0.120265