ფეხბურთი

22:15 | 24.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჟერომ ბოატენგი: "რეალს" სუსტი მხარე არ აქვს, რონალდუ კი დიდებული ათლეტია"

მიუნხენის “ბაიერნის” მცველი ჟერომ ბოატენგი მადრიდის “რეალთან” მოახლოებული დაპირისპირების შესახებ საუბრობს. გერმანელი ფეხბურთელის განცხადებით, “სამეფო კლუბს” სუსტი მხარეები არ გააჩნია.

გარდა ამისა, კრიშტიანუ რონალდუც დაახასიათა, როგორც ფანტასტიკური სპორტსმენი:

“კრიშტიანუ ფანტასტიკური ათლეტია. ეს შეგვიძლია მაშინაც შევამჩნიოთ, როდესაც გატანილ გოლს აღნიშნავს და მაისურს იხდის. არმგონია, რომ “რეალს” სუსტი მხარეები აქვს. ძლიერი თავდასხმა, დაცვა და ნახევარდაცვა. სწორედ ამიტომ მოიგეს ზედიზედ ორჯერ ჩემპიონთა ლიგა. თუმცა, ჩვენ ვიცით ჩვენი შესაძლებლობები და ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის.

ყოველთვის ერთი სული მაქვს, რომ ძლიერი ფეხბურთელების წინააღმდეგ ვითამაშო. მათ შორისაა რონალდუც. შარშანდელ მატჩებზე არ ვფიქრობთ. წელს შესანიშნავი შანსი გვაქვს, რომ ფინალში ვითამაშოთ და კონცენტრირებული სწორედ ამაზე ვართ”, - განაცხადა ბოატენგმა.

შეგახსენებთ, რომ “ბაიერნი” “რეალს” 25 აპრილს უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო შეხვედრა ერთი კვირის შემდეგ მადრიდში გაიმართება.

0.115064