ფეხბურთი

16:51 | 24.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები და მწვრთნელები

France Football-მა მიმდინარე სეზონში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების სია გამოაქვეყნა, რომლის შედგენისას გათვალისწინებულია, როგორც კლუბში გამომუშავებული თანხები, ასევე სარეკლამო კონტრაქტებით მიღებული შემოსავლები.

მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა სიას სათავეში “ბარსელონას” შემტევი ლიონელ მესი უდგას, რომლის შემოსავალმა 2017/18 წლების სეზონში რეკორდული თანხა - 126 მილიონი ევრო შეადგინა. 94 მილიონით მეორე ადგილზეა მადრიდის “რეალის” ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ, მესამე პოზიცია 81,5 მილიონით “პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელს ნეიმარს უჭირავს.

მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა ხუთეული:

ლიონელ მესი (“ბარსელონა”) - 126 მილიონი ევრო

კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”) - 94

ნეიმარი (პსჟ)- 81,5

გარეთ ბეილი (“რეალი”) - 44

ხერარდ პიკე (“ბარსელონა”) - 29

მწვრთნელთა შორის ყველაზე მეტი “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა ჟოზე მოურინიომ გამოიმუშავა - 26 მილიონი ევრო. პორტუგალიელს 3 მილიონით ჩამორჩება ჩინეთის ნაკრების იტალიელი დამრიგებელი მარჩელო ლიპი, მესამე ადგილზე კი 22 მილიონით “ატლეტიკოს” მწვრთნელი დიეგო სიმეონეა.

მაღალანაზღაურებად მწვრთნელთა ხუთეული:

ჟოზე მოურინიო (“მანჩესტერ იუნაიტედი”) - 26 მილიონი ევრო

მარჩელო ლიპი (ჩინეთის ნაკრები) - 23

დიეგო სიმეონე (“ატლეტიკო”) - 22

ზინედინ ზიდანი (“რეალი”) - 21

პეპ გვარდიოლა (“მანჩესტერ სიტი”) - 20

0.116221