ფეხბურთი

14:50 | 24.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი 15-წლამდელები ოთხთა ტურნირის პირველ მატჩში დამარცხდნენ

საქართველოს 15-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებმა ანტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის პირველი მატჩი მასპინძელ თურქეთთან ჩაატარა. გიორგი ჩიტაურის გუნდი 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მწვრთნელმა თურქეთთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა:

ხარატიშვილი, ვაზაგაშვილი, მოსიაშვილი, კვაშილავა, გულიაშვილი, ფერცულიანი, ონიანი, თაგორაშვილი, თურაზაშვილი, ო. მამაგეიშვილი, გვიშიანი.

შეცვლაზე შევიდნენ: თელია, კიტია, ავალიანი, გოჩიაშვილი.

ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანს 25 აპრილს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11354