თამაშგარე

10:47 | 24.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

სვეტლანა ხეთაგუროვა - ლამაზმანი ვლადიკავკაზიდან

ვისაც ჰგონია, რომ გვარი ხეთაგუროვი მხოლოდ კოსტა ხეთაგუროვთან ასოცირდება, ძალიან შემცდარა, რადგან ამ გვარის სხვა ადამიანი დღეს იმ დიდ წინაპარზე არანაკლებ პოპულარული ვინმე გახლავთ და იმის თქმაც კი შეგვიძლია, რომ დღეს კოსტაზე ბევრად პოპულარულიცაა.

საუბარია ოს მოდელ სვეტლანა ხეთაგუროვაზე, რომელიც ორი წლის წინ ვლადიკავკაზში “მის ალანია“ გახდა და ეს ოსური ხაბიზგინივით გემრიელი ასული მალევე გაიცნო ჯერ რუსეთის, შემდეგ კი ევროპის სამოდელო საქმეში ჩახედულმა ხალხმა. გაიცნო და ახლა სვეტლანას დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ.

სვეტლანა ხეთაგუროვა ფრენბურთითაა გატაცებული და სპორტის ამ სახეობას ბავშვობიდან მისდევდა. მას ასევე ჰყავს უმცროსი და, რომელიც ფრენბურთს პროფესიულ დონეზე თამაშობს. როგორც ჩანს ხეთაგუროვები ყველაფერში ნამატნავად ნიჭიერი ხალხია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102347