ფეხბურთი

23:00 | 23.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: "ლივერპულმა" და "რომამ" ეს დაიმსახურეს"

ინგლისური “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “რომასთან” მატჩამდე საუბრობს. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს ადვილი გასეირნება არ ელოდება, რადგან “რომა” კარგი გუნდია.

“თუ ფინალში გავედით, ეს ჩემს კარიერაში მეორედ მოხდება. მინდა, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ. ჩვენ გრძელი გზა გავიარეთ, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპზე, “ჰოფენჰაიმთან” დაიწყო, მაგრამ აქამდე მოვედით. დიახ, მართალია, რომ არ მჯეროდა, “რომას” ქამ-ბექის, თუმცა “ბარსელონასთან” ამ გუნდმა საოცარი რამ გააკეთა. იტალიელებს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ, ჯეკო, იუნდერი, შიკი, დე როსი, ნაინგოლანი, სტროტმანი – ადვილი მატჩი არ გველოდება.

ხვალ განსაკუთრებული თამაში იქნება. ყველა ფიქრობდა, რომ ნახევარფინალი “სიტი” – “ბარსელონა” იქნებოდა, მაგრამ ჩვენ და “რომამ” აქ ყოფნა დავისმახურეთ. ეუსებიო დი ფრანჩესკოს უყვარს ფეხბურთი, ისევე, როგორც მე. იმედია, ლამაზ შეხვედრას ვიხილავთ”, - განაცხადა კლოპმა.

“ლივერპულისა” და “რომას” მატჩი 24 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113118