ფეხბურთი

0:30 | 24.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ალავესი” გუიდეტის გამოისყიდის

შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი ჯონ გუიდეტი, სეზონის დასრულებისთანავე “ალავესის” სრულფასოვანი წევრი გახდება – წერს ცნობილი პორტალი Football Espana.

26 წლის ფეხბურთელი ბასკურ კლუბში იანვრიდან მოყოლებული იჯარით თამაშობს. ხელმძღვანელობა მისი გარჯით კმაყოფილია და “სელტადან” მისი კონტრაქტის გამოსყიდვას 4 მილიონ ევროდ გეგმავს.

გუიდეტმა “ალავესის” მაისურის მორგება 26-ჯერ მოასწრო, 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108673