ფეხბურთი

18:09 | 23.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა: “მანჩესტერიდან” წასვლაზე არ ვფიქრობ”

პოლ პოგბა “მანჩესტერის” დატოვებაზე არ ფიქრობს. 25 წლის ფეხბურთელმა Canal+სთან საუბრისას აღნიშნა, რომ მოურინიოსთან კონფლიქტი არ აქვს და მისი ფიქრები მხოლოდ სეზონის დასკვნით ნაწილს, შემდეგ კი მსოფლიოს ჩემპიონატს უკავშირდება.

“ჟოზე მწვრთნელია და სწორედ მან უნდა გადაწყვიტოს, ვინ ითამაშოს და ვინ – არა. მე ფეხბურთელი ვარ და შესაძლებელია მწვრთნელს მოსაზრება შევაცვლევინო. ამისთვის საჭიროა, ყველაფრის მოედანზე დამტკიცება.

ახლა ჩემი ფიქრები მხოლოდ ასოციაციის თასის ფინალსა და შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს უკავშირდება. “მანჩესტერიდან” წასვლაზე ნამდვილად არ ვფიქრობ”, - განაცხადა პოგბამ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში პოლ პოგბამ ყველა ტურნირის ჩათვლით 32 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113147