ფეხბურთი

15:51 | 23.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

რივალდოს რჩევა ნეიმარს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი რივალდო ამბობს, რომ ნეიმარს შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე გახდეს, თუმცა ამისთვის მას კლუბის შეცვლა მოუწევს. რივალდო მის თანამემამულეს “რეალში” გადასვლას ურჩევს.

“ნეიმარისთვის პირადად საუბრისასაც მითქვამს, რომ მას შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ამას “პარი სენ ჟერმენში” დარჩენის შემთხვევაში ვერ შეძლებს. თუკი მას სურს საუკეთესო გახდეს, ფრანგული კლუბი უნდა დატოვოს და უმჯობესია, ესპანეთში დაბრუნდეს. “ბარსელონადან” მისი წასვლის ისტორიას თუ გავითვალისწინებთ, ამ კლუბში დაბრუნება იოლი არ იქნება. თუმცა, როგორც ვიცი, არცთუ ცუდი შანსი აქვს “რეალში” ითამაშოს და ეს მისთვის იდეალური ვარიანტი იქნება” - ციტირებს რივალდოს სიტყვებს Globo Esporte.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1108