ფეხბურთი

13:53 | 23.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

კიელინი “ინტერთან” მატჩს გამოტოვებს

“იუვენტუსს” “ინტერთან” სტუმრად გასამართ პრინციპულ მატჩში ჯორჯო კიელინი ვერ დაეხმარება. ტურინელთა მცველი “ნაპოლისთან” წაგებული შეხვედრის (0:1) პირველ ტაიმში დაშავდა და შესაცვლელი გახდა.

როგორც აღნიშნული თამაშის შემდეგ “იუვენტუსის” თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, კიელინი მომდევნო ტურისთვის გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.

სერია ა-ს 35 ტურის მატჩი “ინტერსა” და “იუვენტუსს” შორის 28 აპრილს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108823