ფეხბურთი

15:57 | 22.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტა გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მიიღებს

"ბარსელონას" კაპიტანმა ანდრეს ინიესტამ ესპანეთის თასი მოგების შემდეგ განაცხადა, რომ თავისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას შემდეგ კვირას მიიღებს.

"ჩემ გადაწყვეტილებას შემდეგ კვირას დავაანონსებ. დღეს გულშემატკივრებთა ერთად ძალიან ბედნიერი ვარ. მხარდამჭერები ჩემ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენენ." - ციტირებს ანდრესის სიტყვებს Football-espana.

"ბარსელონამ" ფინალში "სევილია" 5:0 დაამარცხა და თასი 30-ედ მოიგო, ხოლო ინიესტამ - მეექვსედ. "ბარსელონა" ლა ლიგის ჩემპიონობასთან ახლოსაა და ანდრესის ტიტულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.

0.117964