ფეხბურთი

14:28 | 22.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკიმ პისაროს შედეგი გააუმჯობესა

პოლონეთის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ "ჰანოვერთან" მოგებულ (3:0) ბუნდესლიგის 31-ე ტურის მატჩში თავი ერთხელ გამოიჩინა და "რეკორდმაისტერთა" მაისურით აღნიშნულ ტურნირზე 105-ე გოლი გაიტანა. გერმანიის ჩემპიონატის ერთი კლუბისთვის ლეგიონერებს შორის აქამდე ყველაზე მეტი გოლი კლაუდიო პისაროს ("ვერდერი", 104) ჰქონდა გატანილი.

ლევანდოვსკი "ბაიერნში" "დორტმუნდიდან" 2014 წელს გადავიდა. მას შემდეგ პოლონელმა ყველა ტურნირზე 190 მატჩი ჩაატარა და 149 გოლი გაიტანა. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში რობერტმა გულშემატკივრები გოლით 28-ჯერ გაახარა და ტურნირის ბომბარდირთა დავაში მეორეადგილოსანს 14 გოლით უსწრებს.

0.120292