ფეხბურთი

3:40 | 22.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ” “სევილია” გაანადგურა და ესპანეთის თასი აღმართა (+VIDEO)

ესპანეთის თასის ფინალურ მატჩში “ბარსელონამ” “ვანდა მეტროპოლიტანოზე” “სევილია” შეარცხვინა და ნახსენებ ტურნირში ოცდამეათედ იმარჯვა.

ჩვენი თქმის გარეშეც, ყველამ კარგად იცის, რომ ფავორიტი “ბარსელონა” გახლდათ, თუმცა გულშემატკივარი ბრძოლას მოელოდა და ასეთ ანგარიშს ალბათ ცოტა თუ წარმოიდგენდა. ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგიდან მშვენივრად ჩანს, რომ ანდალუსიური კლუბი მაგრად დაიჩაგრა და საბოლოოდ დიდი ანგარიშით დამარცხდა, რაც მიმდინარე სეზონში “დალაქებისთვის” საკმაოდ ხშირი ამბავია.

კატალონიელებმა საქმე პირველივე ტაიმში მოამთავრეს. პირველი გოლს არაფერი მოაწავებდა, იასპერ სილესენმა მეკარის საჯარიმოდან შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა ფელიპე კოუტინიოს, რომელმაც სწრაფად გაირბინა და ლუის სუარესს ცარიელ კარში გაატანინა. 31-ე წუთზე ხორდი ალბამ ქუსლით ჩინებულად დაუტოვა ბურთი ლიონელ მესის და მანაც უძლიერესი დარტყმით დაახლოებით 7-8 მეტრიდან შეაგდო, ხოლო მე-40 წუთზე სუარესის და მესის მიერ გათამაშებული კომბინაციის შემდგომ, ურუგვაელი მეკარესთან პირისპირ დარჩა და დუბლი გაიფორმა.

“ბლაუგრანამ” მეტოქე მეორე ნახევარშიც არ დაინდო: 52-ე წუთზე ანდრეს ინიესტამ მესის გადაცემა გამოიყენა, შემდეგ სორია ერთი მოძრაობით ჩამოიშორა და ცარიელ კარში შეაგდო, 69-ე წუთზე კი ფელიპე კოუტინიომ პენალტი შეასრულა ზუსტად და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში ააციმციმა – 0:5.

სევილია – ბარსელონა 0:5 (0:3)

მადრიდი, “ვანდა მეტროპოლიტანო”

სევილია (4-4-2): სორია, ლენგლე, მერკადო, ნავასი, ესკუდერო, ბანეგა, ნ’ზონზი, სარაბია (ლეიუნი 82), ფ.ვაზკესი (ნოლიტო 86), ხ.კორეა (ს.რამირესი 46), მურიელი.
მწვრთნელი: ვიჩენცო მონტელა

ბარსელონა (4-3-3): სილესენი, უმტიტი, პიკე, ალბა, რობერტო, ბუსკეტსი (პაულინიო 76), რაკიტიჩი, ინიესტა (დ.სუარესი 88), კოუტინიო (დემბელე 82), მესი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 0:1, 0:3 ლ.სუარესი (14; 40), 0:2 მესი (31), 0:4 ინიესტა (52), 0:5 კოუტინიო (69 პენ.)
გაფრთხილებები: მერკადო, ესკუდერო, ფ.ვაზკესი – ინიესტა, ბუსკეტსი
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125231