სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

23:50 | 21.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგიდან ქვედა ლიგამდე 5 წელიწადში: შეიხის დიდი ბლეფი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

უკანასკნელ ათწლეულში ევროპულ ფეხბურთში არაერთი ფაქტია იმისა, რომ არაბმა შეიხებმა პატარა გუნდები შეისყდიეს და მათგან ევროპაში ანგარიშგასაწევი გუნდები შექმნეს. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი “პარი სენ ჟერმენი” და “მანჩესტერ სიტი” არიან. შესაძლოა, არც ერთი და არც მეორე, ჩემპიონთა ლიგაზე ესოდენ სანატრელ შედეგს ვერ უახლოვდებიან, მაგრამ ფაქტია, ამაზე პრეტენზიას ნამდვილად აცხადებენ.

დაახლოებით ასეთივე გზა უნდა გაევლო ესპანურ “მალაგასაც”, რომელიც იქამდე არაფრით გამორჩეული სამშობლოშიც არ ყოფილა. მაგრამ შეიხურმა ბიზნესმა გუნდი შეისყიდა და მოკლედ, ანდალუზიაში დიდი იმედი გაჩნდა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, “მალაგა” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც გამოჩნდა. ეს იყო სულ რაღაც 5 წლის წინ...

გავიდა 5 წელი და კლუბმა სრული ფიასკო განიცადა – “მალაგა” ლა ლიგიდან გავარდა და დამდეგი სეზონიდან ელიტაში დასაბრუნებლად მოუწევს ბრძოლა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, “მალაგას” შეიხური ოცნება ჩავარდა...

ლურჯ-თეთრი შეიხი

როდესაც 2010 წელს, აბდულ ბინ ნასერ ალ-ტანი ყატარელი შეიხი “მალაგას” პრეზიდენტი გახდა, როგორც ხშირად ხდება, დიდი ხარჯები არ გაუწევია. პირველი სატრანსფერო ნაბიჯენი ჟულიო ბაპტიშტასა და მარტინ დემიკელისის ანდალუზიაში გადაბარგება გახლდათ. მთავარ მწვრთნელად კი მანუელ პელეგრინის მიწვევა, რომელმაც სახელი “ვილიარეალში” დაიგდო, ხოლო მერე მადრიდის “რეალში” მუშაობდა და სწორედ ჩილელის სახელს უკავშირდება ესპანეთის თასზე “სამეფო კლუბის” საშვილიშვილო შერცხვენა – მარცხი “ალკორკონთან” (0:4). სეზონი არცთუ სახარბიელოდ დასრულდა, “მალაგა” მხოლოდ მე-11 ადგილზე გავიდა. ეს ძალიან ცოტა იყო იმ შეიხისთვის, რომელსაც საფეხბურთო რუკაზე დამკვიდრება სურდა.

2011 წლის ზაფხულში უკვე უფრო ქმედითი და სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა. “ლა როსალედაზე” აღმოჩნდნენ კარლოს კამენი, ჟერემი ტულალანი, იორის მატიისენი, ნაჩო მონრეალი, სანტი კაზორლა, ხოაკინი და რაც მთავარია, რუუდ ვან ნისტელროი. გარდა ამისა, “ვალენსიადან” ერთობ ნიჭიერი, ისკო ალარკონი გადმოიბირეს. გუნდი უკვე მზად იყო დიდი ნახტომისთვის.

“მალაგა” ევროპაშია

ინვესტიციამ გაამართლა და 2011-2012 წლების სეზონი ანდალუზიურმა გუნდმა მეოთხე ადგილზე, მადრიდის “ატლეტიკოზე” წინ დაასრულა და მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩა მესამეადგილოსან “ვალენსიას”. ეს კი, ნიშნავდა, რომ პელეგრინის ბიჭები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისტორიაში პირველად გავიდნენ. აქ, პრობლემა არ ყოფილა ათენის “პანათინაიკოსის” ძლევა. ამას მოჰყვა ჯგუფური ეტაპის უპრობლემოდ გავლა და მერვედფინალი “პორტუს” წინააღმდეგ, რომელიც ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა. მერე იყო მეოთხედფინალი. დრამატული მეოთხედფინალი... “ლა როსალედაზე” “დორტმუნდთან” მატჩში გოლი არ გასულა, ხოლო საპასუხო შეხვედრაში საოცრებები მოხდა. “მალაგამ” ხოაკინის გოლით შეძლო ორრაუნდიან სერიაში დაწინაურება. შემდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ გაათანაბრა, მაგრამ ეს ანგარიში მაინც პელეგრინის გუნდის წისქვილზე ასხამდა წყალს. და მაინც, 82-ე წუთზე ელიზეუმ ადგილობრივი პუბლიკა დაადუმა და თითქოს, “მალაგა” ნახევარფინალში გავიდა. თუმცა, თითქოს...

მსაჯის პირველ დამატებულ წუთზე მარკო როისმა გაათანაბრა (ეს ანგარიშიც “მალაგას” აძლევდა ხელს), ხოლო 93-ე წუთზე ფელიპე სანტანამ შეიძლება ითქვას სტუმართა კარში ბურთი დაამიწა და ასე დრამატულად დასრულდა “მალაგას” ხუთი წლისწინანდელი ზღაპარი ჩემპიონთა ლიგაზე.

გამარჯვებული პროექტის დასასრული

თითქოს ასეთი წარმატებული სეზონის შემდეგ “მალაგას” ზრდა უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ ნასერ ალ-ტანიმ წამყვანი ფეხბურთელები გაასხვისა. ტულალანი 2013 წლის ზაფხულში “მონაკოში” გადავიდა, ხოაკინი “ფიორენტინაში”, ახალგაზრდა ვარსკვლავი ისკო “რეალში”, ხოლო მანუელ პელეგრინი “მანჩესტერ სიტის” თავკაცად მოგვევლინა. მისი ადგილი გერმანელმა ბერნდ შუსტერმა დაიკავა. გუნდს ევროპა ლიგაზე უნდა ეთამაშა, მაგრამ დარღვევბი აღმოაჩნდა და უეფამ 1-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. საბოლოოდ, ლა ლიგა მე-11 ადგილზე დაასრულა. შემდეგ იყო ხავი გრასიას ფორმაციის “მალაგა”, მერვე და მეცხრე ადგილები ორ სეზონში. 2017 წელი კლუბის ხელმეორედ აღზევების წელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა...

სამი მწვრთნელი ერთ წელიწადში

გასულ სეზონში “მალაგას” მძიმე პერიოდი დაუდგა. მხოლოდ მაშინ დალაგდა სიტუაცია, როდესაც გუნდი მიჩელს ჩააბარეს, რომელმაც ბოლო 11 ტურში 6 გამარჯვება და 2 ფრე მოუტანა გუნდს. საბოლოოდ, ანდალუზიელები გადარჩნენ და სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულეს. ზაფხულში კი, შეიხმა გუნდის ლიდერები კამენი, ფორნალსი, კამაჩო და სანდრო გაასხვისა, სეზონის შუაში კი, პოსტი მიჩელსაც დაატოვებინეს.

არასწორი სვლები

“მალაგას” გულშემატკივრება უკვე მიაგნეს დამნაშავეებს, რამაც გუნდი ფატალურ შედეგამდე მიიყვანა – კლუბის ხელმძღვანელობა და უპირველეს ყოვლისა, შეიხი ნასე ალ-ტანი. განსაკუთრებით გამოუსადეგარი გამოდგა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა, როდესაც “მალაგამ” რვა ფეხბურთელი დაიმატა, მაგრამ რად გინდა?! ისააკ სუჩესმა, მიგელმა, იტურამ და იდიემ მოლოდინი ვერ გაამართლეს. ვერც ვენესუელელმა ბერტო პენარანდამ ივარგა, რომელმაც ძირითადი დრო ტრავმებსა და კლუბის ბოსებთან კონფლიქტში გალია. საბოლოოდ, “მალაგამ” 2018 წელს 17 მატჩიდან ერთადერთხელ მოიგო და ქვედა ლიგაში სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ოფიციალურად დაქვეითდა (10 წლიანი პაუზის შემდეგ).

სრული გაყიდვები

გარდა იმისა, რომ “მალაგას” სპორტული კრიზისი აქვს, შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა ეკონომიკური თვალსაზრისით. ლა ლიგის 20 გუნდში ალ-ტანის გუნდი ფინანსურად მე-11 ადგილზეა და 22 მილიონით უსწრებს “გრანადას”, რომელიც ევროპა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის. ხელფასს უხდის 38 ფეხბურთელს და აქედან 30 ფეხბურთელს ხელშეკრულებები 2018 წლის ივნისში არ ეწურებათ. შესაბამისად, “მალაგას” ზაფხულში ბევრი მოთამაშის გაყიდვა მოუწევს. ნათელია, რომ გუნდი ბორხა ბასტონს ვერ შეინარჩუნებს, რომელსაც ლა ლიგის რომელიმე გუნდში ერთი ადგილი ნამდვილად მოეძებნება.

"მალაგას" კი ფეხზე წამოდგომა და სიარულის ათვისება თავიდან, ლა ლიგა 2-დან მოუწევს...

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.11541
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X