ფეხბურთი

20:00 | 21.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი პაპუნაშვილის გოლი და "ლა რომარედას" აპლოდისმენტები (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის XXXVI ტურში გიორგი პაპუნაშვილის “სარაგოსამ” საკუთარ მოედანზე “ალმერია” მიიღო და 2:1 დაამარცხა.

სასიხარულოა, რომ სტუმართა კარში პირველი გოლი VIDEO სწორედ ჩვენებურმა გაიტანა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში გახლდათ, ხოლო მეტოქის კარი 56-ე წუთზე ალბერტო ბენიტოს გადაცემის შემდეგ დალაშქრა. 88-ე წუთზე ბორხა იგლესიასმა სხვაობა გაზარდა, მსაჯის მესამე დამატებულ წუთზე პაბლო კაბალერომ დააფიქსირა.

22 წლის ქართველი შემტევი, რომელმაც ზედიზედ მეორე ტურში გაიტანა (გასულ უიქ-ენდზე “რაიო ვალეკანო” დაამწუხრა), მოედანზე 66-ე წუთამდე იყო და მერე შეცვალეს. საგულისხმოა, რომ ადგილობრივმა პუბლიკამ ცვლილებისას ჩვენებური აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

გიორგი პაპუნაშვილს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 4 გატანილი გოლი დაუგროვდა. გარდა ამისა, ესპანეთის სამეფო თასზეც შეძლო თავის ერთხელ გამოჩენა.

რაც შეეხება “სარაგოსას” – არაგონელები ლა ლიგაში გადასვლელად იბრძვიან. ამ დროისთვის “ლა რომარედას” ბინადრები 36 მატჩში მოპოვებული 58 ქულით მეოთხე ადგილზე არიან და თუ ექვსეულს არ ჩამოსცდილდებიან სეზონის ბოლოს, ლა ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში თამაშის უფლებას მიიღებენ. აი, პირველ-მეორე ადგილამდე კი ჯერ კიდევ შორია, რომელიც ესპანეთის მთავარ ლიგაში თამაშის უფლებას პირდაპირ იძლევა.

აქვე, ტარაგონას "ხიმნასტკიკი" შინ "ნუმანსიას" უგოლოდ დაშორდა. კატალონელთა რიგებში ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა ოთარ კაკაბაძემ, მისი გუნდი კი 43 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.207623