ფეხბურთი

18:37 | 21.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულ ლიგაში ისევ ორხელისუფლიანობაა

ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში თბილისის “დინამომ” ბოლნისის “სიონი” დაამარცხა და “საბურთალოს” ქულებით გაუთანაბრდა (შესაძლოა, დროებით).

“მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე გამართული მატჩის ბედი სამწუთიან ინტერვალში გადაწყდა. უგოლოდ პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში ნომინალურმა მასპინძლებმა გახსნენს. მიქაბერიძემ ჩინებულად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და დიმიტრი ბულისკერიამ ნახტომიც დააგვიანა.

თუმცა, სტუმრებს ყურები არ ჩამოუყრიათ. 70-ე წუთზე ხარაბაძის ფლანგურ გადაცემას რუხაია გამოეხმაურა, რომელმაც თავური დარტყმით გაათანაბრა, ხოლო სამ წუთში ნინუას შორუელმა დარტყმულმა უწია მიზანს. ისე, გოლით ნამდვილად არ დასრულდებოდა ეს შეტევა ბოლნისელთა კარის დარაჯ მიშა მუჯრიშვილს მაღალ დონეზე რომ ეთამაშა. თუმცა, გამოცდილი კიპერი მისდა სამწუხაროდ უხეშად შეცდა, ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა.

ეს გადამწყვეტი გოლი გამოდგა. “დინამომ” 15 ქულა დააგროვა და ამდენივე აქვს “საბურთალოს”, მაგრამ გია ჭიაბრიშვილის გუნდს მეშვიდე ტურში ჯერაც არ უთამაშია. “სიონი” კი, 7 ქულით მეშვიდე პოზიციას ამაგრებს.

ეროვნულ ლიგაში დღეს კიდევ ერთი მატჩი გაიმართება. გორში, "დილა" "რუსთავს" უმასპინძლებს.

“სიონი” – “დინამო” 1:2 (0:0)

თბილისი, “მიხეილ მესხი 2”

“სიონი” (4-2-3-1): მუჯრიშვილი; გაფრინდაშვილი, ნოზაძე, გურეშიძე, გიორბელიძე; დათუნაიშვილი (ხმალაძე 74), ქიქავა; მანაგაძე (სამუშია 67), სიხარულია, მიქაბერიძე (ბერიაშვილი 88); დვალი

მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

“დინამო” (4-2-3-1): ბულისკერია; რუხაია, თოთაძე, კობოური, ხარაბაძე; ივანისენია (ქარდავა 86), ნინუა; შულაია, კიტეიშვილი, ივანიშვილი (ძალამიძე 69); ზივზივაძე (ერგემლიძე 90)

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გოლები: 1:0 მიქაბერიძე (56), 1:1 რუხაია (70), 1:2 ნინუა (73)

გაფრთხილება: ნოზაძე (52), დვალი (57) – ივანისენია (55)

მსაჯი: ა. ნონიკაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129406