ფეხბურთი

18:12 | 21.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა 2: "ვიტ ჯორჯია" გალიდერდა

საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის მეშვიდე ტურში “ვიტ ჯორჯიამ” ორმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და გათამაშების სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. “ვიტელებმა” გამარჯვების გემო “შევარდენთან” გასვლით შეხვედრაში გაიხსენეს.

ყველაფერი პირველი ტაიმის ბოლოს, ექვსწუთიან ინტერვალში გაირკვა, როდესაც სტუმრებმა სამი გოლი გაუტანეს მასპინძლებს. “შევარდენმა” ოდენ ის გაახერხა, რომ დავით ოდიკაძემ ბოლოსკენ პენალტით პრესტიჟის გოლი შეაგდო. “ვიტ ჯორჯია” წაუგებლად ასპარეზობს და 15 ქულით ლიდერია, ხოლო “შევარდენი” 8 ქულით ცხრილის ქვედა ნაწილშია.

“თელავმა” დრამატული მატჩი მოიგო სტუმრად “სამგურალთან”. კახელებმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მსაჯის მეორე დამატებულ წუთზე გატანილი გოლით მოიპოვეს და წაუგებელ მატჩთა სერია სამამდე გაზარდეს. იმერლებს კი თავის მხრივ, ბოლო 4 შეხვედრაში ოდენ კინკილა ქულა აქვთ მითვლილი და ბოლოსწინა პოზიციაზე იმყოფებიან.

ეროვნული ლიგა 2-ის მეშვიდე ტური კვირას, “ცხინვალისა” და ბათუმის “დინამოს” მატჩით დასრულდება.

“სამგურალო” – “თელავი” 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 რუხაძე (22, პენ), 1:1 შალამბერიძე (37), 1:2 ნიქაბაძე (90)

“შევარდენი” – “ვიტ ჯორჯია” 1:3 (0:3)

გოლები: 0:1 ღუდუშაური (34), 0:2 კამლაძე (37), 0:3 დავლაშელიძე (40), 1:3 ოდიკაძე (80, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126157