ფეხბურთი

17:52 | 21.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

მომო სალაჰი მწვერვალზე!

“ლივერპულის” შემტევმა მოჰამედ სალაჰმა ინგლისის პრემიერლიგის რეკორდი გაიმეორა. ეგვიპტელმა ფეხბურთელმა “ვესტ ბრომვიჩის” კარიც დალაშქრა და ეს იყო 31-ე გოლი პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში.

მას შემდეგ, რაც ინგლისის ჩემპიონატში სეზონში 38 თამაში ტარდება, ამაზე მეტი გოლი არავის გაუტანია. ისე კი, ზუსტად ანალოგიური შედეგი ალან შირერს, კრიშტიანუ რონალდუსა და ლუის სუარესს დაუფუქსირებიათ.

სალაჰმა 31 გოლი 33 მატჩში გაიტანა. რაც შეეხებათ დანარჩენებს:

შირერმა 1995-1996 წლების სეზონში “ბლექბერნ როვერსის” მაისურით 35 შეხვედრაში უწია აღნიშნულ ნიშნულს, რონალდუმ 2007-2008 წლების სეზონში “მანჩესტერის” შემადგენლობაში 34 თამაშში გაიტანა 31 გოლი, ხოლო სუარესმა 2013-2014 წლების სეზონში “ლივერპულის” რიგებში სალაჰის მსგავსი შედეგი დააფიქსირა – 33 მატჩი, 31 გოლი.

მომო სალაჰს რეკორდის დამყარების ჩინებული შანსი აქვს. “ლივერპულს” სეზონის ბოლომდე სამი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი. “წითლები” “სტოკ სიტის”, “ჩელსისა” და “ბრაიტონს” დაუპირისპირდებიან, სალაჰს კი ერთი გოლიც ეყოფა, რომ პრემიერლიგის აბსოლუტური რეკორდსმენი გახდეს.

შეგახსენებთ, მოჰამედ სალაჰი “ლივერპულს” გასულ ზაფხულს “რომადან” შეუერთდა. ყველა ტურნირის ჩათვლით 25 წლის ეგვიპტელმა 46 თამაშში თავი 41-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110353