ფეხბურთი

16:51 | 21.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "ეს მატჩი გადამწყვეტი "ნაპოლისთვისაა და არა ჩვენთვის"

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი “ნაპოლისთან” მატჩისწინ საუბრობს. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მოახლოებული შეხვედრა არა მისი გუნდისთვის, არამედ ნეაპოლელებისთვის იქნება გადამწყვეტი.

“ჩვენ ფსოქოლოგიურად საუკეთესო ფორმაში ვართ, ოთხქულიანი უპირატესობა გაქვს. რა თქმა უნდა, ეს მატჩი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. თუ “იუვენტუსი” უფრო ძლიერია, ჩვენ გავიმარჯვებთ, ხოლო თუ “ნაპოლი”, მაშინ ეს გუნდი გავა პირველ ადგილზე.

ჩვენ კარგ სეზონს ვატარებთ, მაგრამ “ნაპოლიც” შესანიშნავ ფორმაშია. მშვიდად უნდა ვითამაშოთ, რადგან ეს მატჩი მეტოქისთვის უფრო გადამწყვეტია, ვიდრე ჩვენთვის”, - განაცხადა ალეგრიმ.

“იუვენტუსისა” და “ნაპოლის” შეხვედრა კვირას, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ამ დროისთვის “ბებერი ქალბატონი” “აძურის” 4 ქულით უსწრებს და მოკლედ, სკუდეტოს ბედი დიდწილად მომდევნო 90 წუთზეა დამოკიდებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119549