ფეხბურთი

15:29 | 21.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბოკას" მწვრთნელი: "ბუფონს ჩვენთან კოპა ლიბერტადორესის მოგება შეუძლია"

ტურინის “იუვენტუსის” მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის “ბოკა ხუნიორსში” შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი არგენტინული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გილერმო ბაროს სკელოტომ გააკეთა.

მისი თქმით, ჯიჯის “ბომბონერაზე” გადასვლის შემთხვევაში შანსი ექნება, რომ კოპა ლიბერტადორესი მოიგოს.

“დიახ, ეს მართალია. ჩვენ გვაინტერესებს ჯიჯი ბუფონი. პრეზიდენტმა მითხრა, რომ ბუფონთან კონტაქტი ჰქონდა და შესაძლოა, ჩვენს გუნდში ვიხილოთ. დაველოდოთ 17 მაისს. ბუფონს კარიერის დასრულება ჩემპიონთა ლიგის თასის გარეშე უწევს, მაგრამ შეუძლია მოვიდეს “ბოკაში” და კოპა ლიბერტადორესი მოიგოს”, - განაცხადა სკელოტომ.

შეგახსენებთ, ჯანლუიჯი ბუფონი მიმდინარე სეზონის შემდეგ კარიერის დასრულებას აპირებს. ცოტა ხნის წინ კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც “ბოკა ხუნიორსი” 40 წლის იტალიელის გადაბირებას აპირებს და აღნიშნულ საქმეში კარლოს ტევესის დახმარებასაც გეგმავს.

0.108144