ფეხბურთი

2:21 | 21.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავას ყოფილი გუნდი ლიგა 1-ში დაბრუნდა

საფრანგეთის ლიგა 1-ში მომდევნო სეზონში “რეიმსი” ითამაშებს. ტიტულოვანმა ფრანგულმა გუნდმა ლიგა 2-ის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, უმაღლესი დივიზიონის საგზური ოფიციალურად გაიფორმა.

“წითლებმა” ამის გაკეთება “აიაჩოს” დამარცხებით მოახერხეს და ვინაიდან უახლოეს მდევარს 13 ქულით უსწრებენ, ყველაფერი გაირკვა. რეიმსელები ლიგა 1-ს 2015-2016 წლების სეზონის შემდეგ დაუბრუნდნენ.

აქვე გეტყვით, რომ “რეიმსის” ღირსებას, რომელიც საფრანგეთის 6-გზის ჩემპიონია, ჯაბა კანკავა 2015-2017 წლებში იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122806