ფეხბურთი

0:25 | 21.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ გუედეშის გაყიდვა გადაწყვიტა

“პარი სენ-ჟერმენი” პორტუგალიელი შემტევი ნახევარმცველის, გონსალო გუედეშის გაყიდვას აპირებს – წერს საფეხბურთო პორტალი Football Espana.

პარიზულ კლუბს ნეიმარის და მბაპეს გრანდიოზული ტრანსფერების გამო, ფინანსურ პეირ-ფლეისთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა და რამდენიმე მოთამაშის გასხვისება აუცილებლად მოუწევს. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი მოთამაშე სწორედ გუედეშია, რომელიც მიმდინარე სეზონში “ვალენსიაში” იჯარით თამაშობს და დიდი ალბათობით, “ღამურებს” მისი გამოსყიდვა 40-50 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

გუედეშის შეძენა სხვა კლუბებსაც სურთ, თუმცა თავად მოთამაშე “მესტალიაზე” თავს ძალიან კარგად გრძნობს და იქ დარჩენა უნდა. კლუბები ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

შეგახსენებთ, რომ გონსალომ “ლოს ჩეს” მაისური 35-ჯერ მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114132