ფეხბურთი

13:57 | 20.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "არსენალში" ვენგერის ეპოქა დასრულდა

ლონდონის “არსენალში” არსენ ვენგერის 22-წლიანი ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა. როგორც “მეთოფეთა” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, სეზონის დასრულებისთანავე ფრანგი სპეციალისტი კლუბს დატოვებს.

აღსანიშნავია, რომ ვენგერსა და ლონდონელებს შორის კონტრაქტი 2019 წლამდე იყო ძალაში, მაგრამ ორმხრივი შეთანხების საფუძველზე, ვადაზე ადრე გაწყდება.

“ყურადღებით განხილვისა და მენეჯმენტთან საუბრის შემდეგ, ვგრძნობ, რომ შესაფერისი მომენტია სეზონის ბოლო გუნდის დასატოვებლად. მადლობელი ვარ იმ პრივილეგიისთვის, რასაც “არსენალის” გაწვრთნა ნიშნავდა ამდენი წლის განმავლობაში, სამახსოვრო წლებისთვის.

მინდა მადლობა გადავუხადო სტაფს, ფეხბურთელებს, მენეჯმენტს და გულშემატკივრებს. ვთხოვ მათ, რომ გააგრძელონ კლუბის მხარდაჭერა. მე ვიქნები ყოველთვის აქ და დავრჩები “არსენალის” დიდ გულშემატკივრად”, - განაცხადა ვენგერმა.

არსენ ვენგერმა “არსენალი” 1996 წელს ჩაიბარა და იქედან მოყოლებული უცვლელად ხელმძღვანელობდა გუნდს. “მეთოფეებს” ვენგერმა სამჯერ მოაგებინა პრემიერლიგა (1998, 2002, 2004 წლებში), შვიდჯერ ინგლისის ასოციაციის თასი (1998, 2002, 2003, 2005, 2014, 2015, 2017) და ამდენჯერვე ინგლისის სუპერთასი (1998, 1999, 2002, 2004, 2014, 2015, 2017). გარდა ამისა, 2006 წელს, “არსენალმა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც “ბარსელონასთან” წააგო (1:2).

მიმდინარე სეზონში ვენგერსა და მის გუნდს კიდევ ერთი ტიტულის მოგების შანსი აქვთ – გუნდი ევროპა ლიგის ნახევარფინალშია გასული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.894638