ფეხბურთი

15:50 | 19.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" სამუელ უმტიტის 250 მილიონად აფასებს

კატალონიის “ბარსელონა” სამუელ უმტიტისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსას” აღნიშნული საკითხის მოგვარება მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე სურს.

თუ შეთანხმება შედგა, უმტიტის გამოსასყიდი თანხა 250 მილიონი ევრო იქნება, ხოლო თავად ფეხბურთელის პირადი გასამრჯელოც მნიშვნელოვნად გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის სამუელ უმტიტი “ბარსელონას” 2016 წელს “ლიონიდან” შეუერთდა და მიმდინარე კონტრაქტი 2021 წლმდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ფრანგმა ლა ლიგაში 23 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

ბოლო დროს ესპანური მედია იმის შესახებაც იტყობინებოდა, რომ უმტიტის თავისთან "მანჩესტერ იუნაიტედი" და "რეალი" იწვევდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109226