ფეხბურთი

15:14 | 19.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

პატრიკ ვიეირა შესაძლოა "არსენალში" დაბრუნდეს

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა პატრიკ ვიეირამ შესაძლოა ზაფხულიდან ლონდონის “არსენალი” ჩაიბაროს. The Mirror-ის ცნობით, არსენ ვენგერის მთავარ მემკვიდრედ სწორედ ვიეირა განიხილება, რომელიც ამჟამად “ნიუ-იორკ სიტის” მთავარი მწვრთნელია.

პატრიკისთვის “არსენალი” ძალზე ნაცნობი ადგილია. ფრანგმა “მეთოფეთა” რიგებში 1996-2005 წლებში 400-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა და ფანების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო.

41 წლის ვიეირა დიდი სამწვრთნელო გამოცდილებით ვერ დაიკვეხნის. “ნიუ-იორკს” 2016 წლიდან უდგას სათავეში, ხოლო იქამდე “მანჩესტერ სიტის” სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113087