ფეხბურთი

23:30 | 18.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ლა მასიას” მიერ აღზრდილი მოთამაშეების სიმბოლური, რომელთაც “ბარსელონა” დატოვეს

საინტერესო პუბლიკაცია გამოაქვეყნა ესპანურმა Marca-მ, რომელიც “ლა მასიას” აღზრდილ მოთამაშეებს ეხება. ჩვენი თქმა საჭირო არაა და ყველამ კარგად იცის, თუ რა დონის საფეხბურთო სკოლა აქვს “ბარსელონას”, რომელმაც ამ საუკუნეში ისეთი მოთამაშეები აღზარდა, როგორებიც არიან: სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა, ხავი, ლიონელ მესი და ა.შ.

თუმცა, Marca ყურადღებას ისეთ მოთამაშეებზე ამახვილებს, რომელთაც საბოლოო ჯამში კონკურენციას ბოლომდე ვერ გაუძლეს და “ბლაუგრანადან” სხვადასხვა გუნდებში მოუწიათ წასვლა, თუმცა დღესაც მაღალ დონეზე თამაშობენ.

ზემოხსენებული საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება:

მეკარე: პეპე რეინა (“ნაპოლი”);
მცველები: ალეხანდრო გრიმალდო (“ბენფიკა”), მარკ ბარტრა (“ბეტისი”), ექტორ ბელერინი (“არსენალი”);
ნახევარმცველები: ტიაგო ალკანტარა (“ბაიერნი”), სესკ ფაბრეგასი (“ჩელსი”), რაფინია ალკანტარა (“ინტერი”), ჟერარ დეულოფეუ (“უოტფორდი”);
თავდამსხმელები: მუნირ ელ ჰადადი (“ალავესი”), პედრო როდრიგესი (“ჩელსი”), სანდრო რამირესი (“სევილია”).

თეგებილა მასია
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112827