ფეხბურთი

18:50 | 18.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

“რომა” – “ლივერპულის” მატჩის ბილეთები 3 საათში გაიყიდა

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი, “რომა” – “ლივერპული” სრული ანშლაგით ჩატარდება. როგორც იტალიური მედია იტყობინება, მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი ზუსტად 3 საათში გაიყიდა.

“სტადიო ოლიმპიკოზე” 60 ათასი ტიფოზი მხარს მასპინძელ გუნდს დაუჭერს, ხოლო “წითლები” იტალიის დედაქალაქს 5 ათასი გულშემატკივრით ესტუმრებიან.

შეგახსენებთ, “რომა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 34-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა. ისიც საგულისხმოა, რომ მაშინ, 1984 წელს, “ჯალოროსიმ” ფინალი სწორედ “ლივერპულთან”, საკუთარ მოედანზე წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124388