ფეხბურთი

23:15 | 17.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "რეალის" ქომაგების არმია ყოველდღე იზრდება"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა „ბილბაოსთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იმ აგრესიაზე ისაუბრა, რომელიც ბოლო დროს „სამეფო კლუბის“ წინააღმდეგ არსებობს.

ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, მსოფლიოს მასშტაბით ანტიმადრიდისტები ყოველთვის არსებობდნენ.

„ანტიმადრიდიზმი ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ყოველდღე იზრდება „რეალთა“ ქომაგების არმია. ეს არის მსოფლიოში საუკეთესო გუნდი და შესაბამისად, ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს. ჩვენ ფეხბურთელებთან გასახდელში ამ საკითხზე არ ვსაუბრობთ“, - აღნიშნა ზიდანმა.

„რეალისა“ და „ბილბაოს“ მატჩი 18 აპრილს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113449