ფეხბურთი

18:22 | 17.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

მანჩესტერელებმა მოურინიოს თანხმობა მიიღეს და პოგბა შეაფასეს

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ ჟოზე მოურინიოსგან პოლ პოგბას გაყიდვის საკითხზე თანხმობა მიიღო.

პორტუგალიელ მწვრთნელსა და ფრანგ ფეხბურთელს შორის დაძაბულ ურთიერთობაზე დიდი ხანია საუბრობენ.

როგორც Daily Mail-ი წერს, “მანჩესტერ იუნაიტედმა” უკვე ის თანხაც განსაზღვრა, რომლის სანაცვლოდ პოგბას ამ ზაფხულს შეელევა. საუბარია 89 მილიონ გირვანქა სტერლინგზე.

წყაროს ცნობით, პოგბას გარდა, სეზონის დასრულების შემდეგ მანჩესტერელთა რიგებს დატოვებენ: ანტონიო მარსიალი, მატეო დარმიანი და დეილი ბლინდი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102203