სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

14:19 | 17.04.2018 | ნანახია 653 - ჯერ

ნიკა შენგელიას ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატიდან

სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე 23-წლამდელ მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი წარმატებული გამოდგა საქართველოს ნაკრების წევრის ნიკა შენგელიასთვის.

ხმლით მოასპარეზე ვაჟთა შორის, შენგელიამ მერვედფინალში დაძაბულ ბრძოლაში 15-14 მოუგო რუს ვასილ შირშოვს, მეოთხედფინალში ასეთივე ანგარიშით აჯობა ისრაელის წარმომადგენელს კონსტანტინ ვორონოვს, ნახევარფინალურ შეხვედრაში კი ფრანგი ბაპტისტ დიუბარი 15-12 დაამარცხა და ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

გადამწყვეტი ორთაბრძოლა ნიკამ იტალიელი დარიო კავალიერესთან დათმო და საბოლოოდ ვერცხლის მედალს დაეუფლა.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:50 | 18.04.2018
პანტელეიმონი (3874)

+1

18:24 | 17.04.2018
თორღვა პანკელი (799)

ყოჩაღ ნიკა! არისტოკრატული სპორტია და საბჭოთა კავშირში ოლიმპიური ოქროც მოუგია ქართველს, მგონი დავით ასათიანს თუ არ მეშლება, სანდრო ბაზაძეს აქვს კარგი შანსსები ასევე, შეუძლია ძალიან დიდი შედეგები აჩვენოს.

18:01 | 17.04.2018
O. Mertskhali (2501)

+

17:50 | 17.04.2018
johnson (8)

ყოჩაღ ნიკოლოზ! გილოცავ! იტალიელები მგონი ტრადიციულად ძლიერები არიან ხომ ამ სპორტში?

09:39 | 18.04.2018
BEERTRANCE (97144)

კი ქალებშიც და კაცებშიც მუდამ ფავორიტთა შორის არიან.

16:47 | 17.04.2018
kakhaberry (2305)

და ფინალის ანგარიში რატომ არ წერია. რახან წააგო თუ რა პონტია

17:49 | 17.04.2018
johnson (8)

პრაFესიანალიზმში ვერა ჰქაჩამენ

14:44 | 17.04.2018
BEERTRANCE (97144)

ყოჩაღ, ვულოცავ მედალს, შემდგომი წარმატებები.

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.062362