თამაშგარე

13:26 | 17.04.2018 | ნანახია 1748 - ჯერ

კატია შეკინა კოლეგებს ამხელს

პირმშვენიერი რუსი მოდელი, კატია შეკინა, რომელიც ცნობილი იტალიური ბრენდის, “დოლჩე გაბანას“ სახეა და მილანში მოღვაწეობს, აბსურდსა და სასაცილოს ეძახის ახალგაზრდა მოდელთა მცდელობებს, რომლებიც აჰყვნენ თანამედროვეობის ფეხის ხმას და პოპულარობის მოსახვეჭად ფეხბურთის ქომაგის იმიჯს იყენებენ.

კატიას აზრით, სამოდელო საქმე ერთობ სერიოზული რამაა, დიდ პროფესიონალიზმს მოითხოვს და სულაც არაა ისეთი “ყვითელი“ და “პაპსა“ რამ, როგორც ზოგიერთ მის კოლეგას ჰგონია. შეკინა იმასაც ამბობს, რომ ცნობილ სპორტსმენებზე მოდელთა სარფიანად გათხოვების ტენდენციაც არ მოსწონს და ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ძალიან ვულგარულია.

კატია შეკინა რუსეთის პატარა ქალაქ პერმში 1986 წლის 18 მაისს დაიბადა. მას თავიდანვე ძალიან გაუმართლა, რადგან მოსკოვში გადასვლისთანავე იტალიელ დიზაინერთა ყურადღების ქვეშ მოხვდა და უკვე გითხარით, რომ ამჟამად მსოფლიოში ისეთი უცნობილესი ბრენდის სახეა, როგორიც “დოლჩე გაბანა“ გახლავთ.

Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:51 | 17.04.2018
#გავკარიჩემსპრეზიდენტს (KORBEN) (13594)

მართალს ამბობს პირმშვენიერი კაწია, ქალაქ სპერმიდან - ბურთი საიდან იბერება, იმის ბაიბურში არ არიან ეს ჩვენის ტოპმოდელები. რა გულშემატკივრობა, რის გულშემატკივრობა...

14:46 | 17.04.2018
BEERTRANCE (97819)

DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.07462