ისტორია

10:00 | 17.04.2018 | ნანახია 294 - ჯერ

17 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1916 - დაიბადა ელენიო ერერა. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო სპეციალისტი. არგენტინაში დაბადებული წარმოშობით ესპანელი მწვრთნელი (ოჯახთან ერთად იგი ევროპაში 4 წლის ასაკში გადასახლდა). “კატენაჩოს” მამამთავრად ითვლება. ეს სისტემა, მან მილანის “ინტერში” მუშაობის პერიოდში დანერგა. მუშაობდა აგრეთვე მადრიდის “ატლეტიკოში”, “რომასა” და “ბარსელონაში”. “ინტერთან” ერთად 1964 და 1965 წლებში ჩემპიონთა და საკონტინენტთაშორისო თასები მოიგო. ესპანეთის ოთხგზის ჩემპიონი (1950, 1951, 1959, 1960) და “სამეფო თასის” სამგზის მფლობელი (1959, 1960, 1961). იტალიის სამგზის ჩემპიონი (1963, 1965, 1966), “რომას” იტალიის თასის დაუფლებაში დაეხმარა (1969). “ბარსელონასთან” ერთად მოიგო “ბაზრობათა თასი” (1960). მოთამაშეობისას იცავდა ფრანგული კლუბების ღირსებას და ამპლუით მცველმა საფრანგეთის ეროვნული თასის მოპოვება შეძლო. გარდაიცვალა 1997 წლის 9 ნოემბერს ვენეციაში.


მნიშვნელოვანი ფაქტები
1892 - ბეისბოლის ეროვნულმა ასოციაციამ რეგულარული პირველობის შეხვედრების ჩატარება კვირაობითაც გადაწყვიტა. პირველ საკვირაო მატჩში “ცინცინატმა” “სენტ ლუისს” 5:1 მოუგო.
1893 - “სანდერლენდი” პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატის ერთ საფეხბურთო სეზონში, 100 გოლი გაიტანა. იმ დღეს “სანდერლენდმა” “ბარნლის” 3:1 მოუგო.
1920 - ჩამოყალიბდა ამერიკის საფეხბურთო ასოციაცია.
1937 - გლაზგოს “ჰემპდენ პარკზე” შოტლანდიისა და ინგლისის საფეხბურთო მატჩზე დასასწრები 149 547 ბილეთი გაიყიდა. ეს საფეხბურთო შეხვედრის ყველაზე დიდი აუდიტორია.
1939 - ჯო ლუისმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ჯეკ როპერი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1966 - ჰოლანდიისა და ბელგიის ფეხბურთელთა ნაკრებებმა ერთმანეთში მეასე საერთაშორისო შეხვედრა გამართეს. მატჩი ჰოლანდიელებმა 3:1 მოიგეს.
1967 - ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ, პირველი მარცხი განიცადა. სერ ალფ რამსეის გუნდმა “უემბლიზე” შოტლანდიასთან 2:3 წააგო.
1970 - გლაზგოს “სელტიკისა” და “ლიდს იუნაიტედის” “ჰემპდენ პარკზე” ჩატარებულ საევროთასო ნახევარფინალს, 135 826 მაყურებელი დაესწრო.
1972 - ქალთა შორის პირველად ჩატარდა ბოსტონის მარათონი. საუკეთესო დრო, 3 საათი, 8 წუთი და 58 წამი ნინა კუსკსიკმა აჩვენა.
1974 - საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა დავით ყიფიანს. თავისი სადებიუტო მატჩი მან გოლით აღნიშნა. იმ დღეს სსრკ-ს ნაკრებმა იუგოსლავიაში იქაური ქვეყნის ნაკრებს 1:0 მოუგო.
1987 - ჯულიუს ირვინგი, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში მესამე მოთამაშე გახდა, რომელმაც 30 ათას ქულიანი ბარიერი გადალახა. მანამდე, ამ რაოდენობის ქულა უილტ ჩემბერლენმა და ქარიმ აბდულ-ჯაბარმა დააგროვეს.
1994 - “ფორმულა-1”-ის აიდას (პასიფიკი) გრან-პრი მიხაელ შუმახერმა (“ბენეტონი”) მოიგო.
1997 - მარტინ ბროდერი (“ნიუ ჯერსი დევილზი”) ჰოკეის ეროვნული ლიგის ისტორიაში მეორე გოლკიპერი გახდა, რომელმაც ფლეი-ოფში შაიბის გატანა მოახერხა.
2002 - საქართველოსა და უკრაინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი უკრაინელებმა მოიგეს (2:1). ქართველთაგან ერთადერთი გოლი ლადო ბურდულმა გაიტანა. მატჩი კიევში ჩატარდა და მას 20 ათასი მაყურებელი დაესწრო. საქართველო: გვარამაძე, კობიაშვილი, შაშიაშვილი, რეხვიაშვილი, საჯაია (ბურდული), შეყილაძე, ამისულაშვილი (დარასელია), ჯამარაული (ქემოკლიძე), ყაველაშვილი (დიდავა), ქინქლაძე (ალექსიძე), დემეტრაძე (აშვეთია). საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე წვრთნიდა.
2005 - ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა მონტე კარლოს “მასტერზის ტურნირი” მოიგო და ამ შეჯიბრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა.
2005 - ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის გათამაშების ნახევარფინალში, “მანჩესტერ იუნაიტედმა” “სენტ ჯეიმს პარკზე” ადგილობრივი “ნიუკასლი” 4:1 დაამარცხა და პლანეტის ყველაზე ძველი საფეხბურთო ტურნირის ფინალში თამაშის უფლება მეჩვიდმეტედ მოიპოვა.
2005 - ოკეანეთის საფეხბურთო კონფედერაციამ ავსტრალიას აზიის კონფედერაციაში გადასვლის უფლება მისცა. FIFA ამ გადაწყვეტილებას დაეთანხმა.
2005 - ლონდონის პრესტიჟული მარათონული რბენა, მამაკაცთა შორის კენიელმა მარტინ ლელმა მოიგო (2:07.26), ქალთა შორის კი, პირველობა ლეგენდარულმა ბრიტანელმა სტაიერმა, პოლა რედკლიფმა დაისაკუთრა (2:17.42).
2006 - “ლიონმა” პსჟ-ს 1:0 მოუგო და ფრანგულ კლუბთაგან პირველი შეიქნა, რომელმაც ზედიზედ ხუთჯერ მოახერხა ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოგება.
2007 - არგენტინული “ინდეპენდიენტეს” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ხორხე ბურუჩაგა გადააყენეს. იგი მიგელ ანხელ სანტორომ შეცვალა, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლებში “ინდეპენდიანტეს” კარს იცავდა.
2007 - ბოლნისის ფეხბურთელთა კლუბ “სიონის” მთავარი მწვრთნელის პოსტი, კახა ცხადაძემ დატოვა.
2007 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა დევიდ სტერნმა არბიტრი ჯო კროუფორდი დისკვალიფიკაციით დასაჯა. კროუფორდმა “სან Aანტონიო სპერზის” მეფარე დარბაზიდან სათადარიგოტა სკამზე სიცილისთვის გააძევა, რაც სტერნმა არაობიექტურ გადაწყვეტილებად მიიჩნია.
2010 - ბაქოში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის პირველობაზე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა რუსეთის სახელით მოასპარეზე ამბაკო ვაჩაძემ მოიპოვა.

2011 - ყაზანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის პირველობაზე 105 კგ-ზე მძიმე წონით კატეგორიაში ირაკლი თურმანიძემ 188 კგ აიტაცა და ბრინჯაოს მცირე მედალი მოიპოვა.



ამ დღეს დაიბადნენ

1911 - მიხაილ ბოტვინიკი. მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში (1948-63). 14 წლისამ დაამარცხა ლეგენდარული კუბელი მოჭადრაკე, ხოსე რაულ კაპაბლანკა. აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ დააარსა საჭადრაკო სკოლა, რომლის აღზრდილები ანატოლი კარპოვი, გარი კასპაროვი და ვლადიმერ კრამნიკი არიან. გარდაიცვალა 1995 წლის 5 მაისს.
1916 - ელენიო ერერა. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო სპეციალისტი. არგენტინაში დაბადებული წარმოშობით ესპანელი მწვრთნელი (ოჯახთან ერთად იგი ევროპაში 4 წლის ასაკში გადასახლდა). “კატენაჩოს” მამამთავრად ითვლება. ეს სისტემა, მან მილანის “ინტერში” მუშაობის პერიოდში დანერგა. მუშაობდა აგრეთვე მადრიდის “ატლეტიკოში”, “რომასა” და “ბარსელონაში”. “ინტერთან” ერთად 1964 და 1965 წლებში ჩემპიონთა და საკონტინენტთაშორისო თასები მოიგო. ესპანეთის ოთხგზის ჩემპიონი (1950, 1951, 1959, 1960) და “სამეფო თასის” სამგზის მფლობელი (1959, 1960, 1961). იტალიის სამგზის ჩემპიონი (1963, 1965, 1966), “რომას” იტალიის თასის დაუფლებაში დაეხმარა (1969). “ბარსელონასთან” ერთად მოიგო “ბაზრობათა თასი” (1960). მოთამაშეობისას იცავდა ფრანგული კლუბების ღირსებას და ამპლუით მცველმა საფრანგეთის ეროვნული თასის მოპოვება შეძლო. გარდაიცვალა 1997 წლის 9 ნოემბერს ვენეციაში.
1924 - ნიკოლოზ მუზაშვილი. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის (62 კგ წონითი კატეგორია) 1954 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1953, 1954) და სამგზის ვიცე-ჩემპიონი (1950-52). მსოფლიოს სტუდენტური თამაშების მეორე (1954) და ახალგაზრდობის საერთაშორისო თამაშების მესამე (1953) პრიზიორი. ნიკოლოზ მუზაშვილი 1992 წლის 26 ნოემბერს გარდაიცვალა.
1935 - ვასილი ტურიანჩიკი. კიევის “დინამოს” ყოფილი კაპიტანი (1965-69). ამპლუით მცველი. საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი და თასის ორგზის მფლობელი. საკავშირო ჩემპიონატების 308 მატჩში 12 გოლი გაიტანა.
1951 - ჰორსტ ჰრუბეში. გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “ჰამბურგის” ცენტრფორვარდი. 1980 წლის ევროპის ჩემპიონი. ამ ტურნირის ფინალში, გერმანიამ ბელგია სწორედ ჰრუბეშის ორი გოლის წყალობით დაამარცხა (2:1). მსოფლიოს 1982 წლის პირველობის ვიცე-ჩემპიონი. ჰრუბეში 1983 წელს ჩემპიონთა თასს დაეუფლა, როდესაც “ჰამბურგმა” ფინალში, ფელიქს მაგათის გოლის წყალობით, ტურინის “იუვენტუსი” 1:0 დაამარცხა. ჰრუბეში გერმანიის სამგზის ჩემპიონია.
1952 - რუბენ დიასი. 1872-85 წლებში პერუს საფეხბურთო ნაკრების მცველი. 1982 წლის მუნდიალზე გუნდის კაპიტენი. პერუს ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 89 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. 1975 წელს გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი.
1954 - იან კოზაკი. 1976-84 წლებში ჩეხოსლოვაკიის საფეხბურთო ნაკრების ფორვარდი. ევროის 1980 წლის ჩემპიონატის პრიზიორი. ნაკრების 55 მატცში 9 გოლი გაიტანა. 1982 წელს გახდა ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონი, 1981-ში კი დაასახელეს ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად. მისი შვილი იან კოზაკი სლოვაკიის ნაკრების წევრია.
1962 - ნენსი ჰოგდეში. ამერიკელი მოცურავე. 1984 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი.
1975 - სტეფანო ფიორე. იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების “პარმას”, “უდინეზეს”, “ლაციოს”, “ვალენსიას”, “ფიორენტინას, “ლივორნოსა” და “მანტოვას” მოთამაშე. “პარმას” რიგებში გამოსვლისას ორჯერ მოიგო უეფას თასი. “პარმასა” და “ლაციოსთან” ერთად იტალიის თასის მფლობელია. “ვალენსიას” შემადგენლობაში დაეუფლა ევროპის სუპერთასს (2004). იტალიის ნაკრების 38 მატჩში გაიტანა 2 გოლი.

Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.072488