ფეხბურთი

21:40 | 16.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ბილბაომ” კორდობას გაუხანგრძლივა

“ბილბაომ” ახალგაზრდა შემტევ ნახევარმცველს, ინიგო კორდობას ხელშეკრულება გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ბასკური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს.

ახალი კონტრაქტის მიხედვით, 21 წლის ფეხბურთელი “სან მამესზე” 2022 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს. მისი გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი ევრო იქნება.

ცნობისთვის, კორდობამ მიმდინარე სეზონში “ბილბაოს” მაისური 35-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.116882