ფეხბურთი

16:45 | 16.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი “ბოკა ხუნიორსში”?

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდარულმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა, შესაძლოა, კარიერის დასრულება გადადოს, თუმცა იტალიელი “ბებერი ქალბატონის” რიგებში ბოლო მატჩს ამ სეზონის ბოლოს ჩაატარებს.

არგენტინული გამოცემა Ole’ a ‘Clarin’ და რადიო ჩონტინენტალ იუწყება, რომ ვეტერანი კიპერით “ბოკა ხუნიორსია” დაინტერესებული და ყველაფერს გააკეთებს, რომ ბუფონი გადაიბიროს.

აქვე გეტყვით, რომ არგენტინული კლუბი აგუსტინ დანიელე როსის თამაშით უკმაყოფილოა და სურს, რომ ახალგაზრდა მეკარე გამოცდილით ჩაანაცვლოს.

აღნიშნულის შესახებ თავად იტალიელს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ყველაფერი სეზონის ბოლოს გაირკვევა.

0.111999