თამაშგარე

17:56 | 16.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ ირინას ვერ ივიწყებს

მადრიდის “რეალის” ფორვარდის კრიშტიანუ რონალდუს მეგობარმა The Sun-თან საუბარში განაცხადა, რომ პორტუგალიელს ჯერ კიდევ უყვარს რუსი მოდელი – ირინა შეიკი.

“ვწუხვარ იმის გამო, თუ როგორც დასრულდა ჩვენი ურთიერთობა. მე ჯერ კიდევ მიყვარს ირინა და ვერასოდეს ვიფიქრებდი თუ ის მიმატოვებდა”, - ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს მისი მეგობარი, რომლის ვინაობაც არ სახელდება.

რონალდუს მეგობარი იმასაც ამბობს, რომ კრიშტიანუს არაერთხელ უეჭვიანია ჰოლივუდის ვარსკვლავ ბრედლი კუპერზე, რომელიც ამჟამად ირინას მეუღლეა.

აქვე გეტყვით, რომ რონალდუ და შეიკი 5 წლიანი ურთიერთობის შემდგომ 3 წლის წინ დაშორდნენ ერთმანეთს. პორტუგალიელს ახლა ესპანელ მოდელ ჯორჯინა როდრიგესთან აქვს ურთიერთობა, რომელთანაც ცოტა ხნის წინ შვილი შეეძინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111405