ჩოგბურთი

14:55 | 16.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ჩელენჯერის ტურნირზე ითამაშებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტუნისის ჩელენჯერის ტურნირზე ითამაშებს. ნიკა მეორე ნომრადაა განთესილი და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია.

ქართველი ჩოგბურთელი პირველ შეხვედრაში მსოფლიო რეიტინგის 213-ე ნომერს, გერმანელ ტობიაშ კამკეს დაუპირისპირდება. ურთიერთშეხვედრებში ნიკოლოზი მეტოქეს 2:0-ს უგებს.

ბასილაშვილი კამკეს შეხვედრა 17 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზეა ჩანიშნული.

Loading...
0.152089