ფეხბურთი

14:03 | 16.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს 100

ფრანგულმა “პარი სენ ჟერმენმა” ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მე-100-ედ დალაშქრა მეტოქეთა კარი და ამ შედეგით ტოპ ჩემპიონატებში ყველაზე მეტი გატანილი გოლი დაუგროვდა.

საფრანგეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში, პარიზულმა კლუბმა “მონაკოს” უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით - 7:1 დაამარცხა. აღნიშნული გამარჯვებით კი პსჟ-მ დროზე ადრე გაინაღდა ჩემპიონობა.

აქვე გეტყვით, რომ ევროპის მაშტაბით მეორე ადგილზე “მანჩესტერ სიტია”, რომელსაც ინგლისის ჩემპიონატში 93 გოლი აქვს გატანილი, შემდეგ კი “ბაიერნი” და “ბარსელონა” მოდიან, რომლებმაც 81-81 გოლის გატანა მოახერხეს.

0.100079