კალათბურთი

11:14 | 16.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰარდენის 44 ქულა და “კლივლენდის” მოულოდნელი მარცხი

“ბოსტონი” შინ “მილოუკს” დაუპირისპირდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წამის მეასედი იყო დარჩენილი და “ბოსტონი” 99:96-ს იგებდა, თუმცა კრის მიდელტონმა წარმოუდგენელი სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრაში ოვერტაიმი დაინიშნა. დამატებით 5-წუთეულში “ბოსტონმა” უკეთ ითამაშა და საბოლოოდ, 113:107 მოიგო. მატჩში ყველაზე მეტი 35 ქულა იანის ადეტოკუმპომ ჩააგდო, რომელსაც ასევე 13 მოხსნა, 7 პასი და 3 ჩაჭრა ჰქონდა. “ბოსტონში” 24 ქულით, 12 მოხსნით და 4 პასით ალ ჰორფორდი გამოირჩა.

მოულოდნელად, “კლივლენდი” შინ “ინდიანასთან” 80:98 განადგურა. ინდიანაპოლისელებმა დასაწყისშივე მოიპოვეს უპირატესობა და “კავალიერსმა” მთელი მატჩის განმავლობაში ანგარიშის გათანაბრებაც კი ვერ მოახერხა. "ინდიანაში" 32 ქულით ვიქტორ ოლადიპო გამოირჩა. ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლი შეასრულა - 24 ქულა, 12 პასი და 10 მოხსნა.

“ოკლაჰომამ” საკუთარ დარბაზში “იუტა” 116:108 დაამარცხა. ოკლაჰომელები მთელი მატჩის განმავლობაში ანგარიშით წინ იყვნენ, მაგრამ “იუტა” მეტოქეს დიდი ანგარიშით წინ გასვლის საშუალებას არ აძლევდა. საუცხოო შეხვედრა ჩაატარა პოლ ჯორჯმა, რომელმაც გუნდს 36 ქულა და 7 მოხსნა შესძინა. ჯორჯმა 11-დან 8 სამქულიანი ჩააგდო. რასელ უესტბრუკს 29 ქულა, 13 მოხსნა და 8 პასი ჰქონდა. “იუტაში” მიტჩელი 27 ქულით და 10 მოხსნით გამოირჩა.

“ჰიუსტონმა” შინ “მინესოტა” მძიმე ბრძოლაში 104:101 დაამარცხა. მინესოტელებმა ტეხასელებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ შეხვედრა თავიანთ სასარგებლოდ მაინც ვერ დაასრულეს. საუცხოო შეხვედრა ჩაატარა ჯეიმს ჰარდენმა, რომელმაც გუნდს 44 ქულა, 8 პასი, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა შესძინა. ასევე, “ჰიუსტონში” კაპელა გამოირჩა - 24 ქულა, 12 მოხსნა. “მინესოტაში” 18 ქულით საუკეთესო ენდრიუ უიგინსი გახლდათ.

“ბოსტონი” – “მილოუკი” 113:107 (29:17, 15:30, 26:19, 29:33 ო.ტ. 14:8)

https://www.youtube.com/watch?v=HBB934ZxOOU

“კლივლენდი” – “ინდიანა” 80:98 (14:33, 24:22, 27:18, 15:25)

https://www.youtube.com/watch?v=RFUKDxczCRg

“ოკლაჰომა” – “იუტა” 116:108 (25:25, 29:23, 27:24, 35:36)

https://www.youtube.com/watch?v=2kKSMNCn1Mk

“ჰიუსტონი” – “მინესოტა” 104:101 (27:21, 27:26, 22:25, 28:29)

https://www.youtube.com/watch?v=0ln4CnZ_TN4

Loading...
0.147545