თამაშგარე

10:49 | 16.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

სატომი ისაჰარა - აუზიდან ფოტოსტუდიაში

იაპონელი მოდელი და მსახიობი სატომი ისაჰარა ახლაა ევროპაში მოღვაწე და მოდელობით სახელგანთქმული ასული, თორემ დრო იყო, როდესაც ამ გოგოს მოცურავედ იცნობდნენ და მსოფლიო ჩემპიონატზე თუ ვერა - იაპონიის პირველობაზე მცირე წარმატებებსაც კი ღირსებია.

სატომი ისაჰარა ამომავალი მზის ქვეყნის მოდელთა იმ ახალ თაობას განეკუთვნება, რომლებმაც დაარღვიეს იაპონიაში ფესვგადგმული ტრადიციები და საცხოვრებლად არა მათი სამშობლო, არამედ თითქმის მთელი დედამიწა აირჩიეს. სატომიც სულ დადის, დადის და ამ სიარულში საქმესაც კოხტად აკეთებს.

რამდენიმე სიტყვა უნდა დავასველოთ სატომი ისაჰარას სამსახიობო კარიერაზეც. 31 წლის ყოფილმა სპორტსმენმა პირველი როლები იაპონურ ფილმებში ითამაშა, ბოლო წლებში კი თანამედროვე ბრიტანულ სერიალებსაც გაუგო გემო და რამდენიმე ცნობილ სერიალშიც მიიღო მიონაწილეობა. ევროპაში ამბობენ, სატომისთანა ქალს კიდევ ბევრი წარმატება ექნებაო და ჩვენც უნდა ვირწმუნოთ ეს ამბავი.

0.130705