ფეხბურთი

22:40 | 15.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი პაპუნაშვილის გოლი ესპანეთში

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 35-ე ტურში მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა “სარაგოსამ”, რომელიც სტუმრად ერთ-ერთ ლიდერ “რაიო ვალეკანოსთან” მადრიდში დამარცხდა – 1:2.

არაგონელთა შორის ეს ერთადერთი გოლი გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანა VIDEO. 22 წლის ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც “სარაგოსა” 0:2 აგებდა. ხოლო საფინალო სასტვენამდე წუთით ადრე, სხვაობა შეამცირა, მაგრამ სტუმრებმა მეტი ვეღარ გაახერხეს.

პაპუნაშვილს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 21 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი. “სარაგოსა” კი, 55 ქულით მეექვსე ადგილზეა, რომელიც ლა ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში თამაშის უფლებას იძლევა.

აქვე, გიორგი აბურჯანიას "სევილია II" საკუთარ მოედანზე "გრანადას" უგოლოდ დაშორდა (0:0). მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერმა ბოლო 16 წუთი ითამაშა, ხოლო მისი გუნდი 23 ქულით ბოლო საფეხურზე იმყოფება.

0.109753