ფეხბურთი

21:40 | 15.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტორესით MLS-ის კლუბები დაინტერესდნენ

მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა შესაძლოა კარიერა MLS-ში გააგრძელოს. როგორც Marca იუწყება, ფეხბურთელის დამატების სურვილი "ჩიკაგო ფაირს", "ნიუ იორკ სიტის", "სიეტლ საუნდერსს", "მონრეალ იმპაქტს" და "კანზას სიტის" აქვთ.

მიმდინარე სეზონის ბოლოს ტორესი დედაქალაქურ კლუბს დატოვებს. ასევე ცნობილია, რომ მოთამაშის გადაბირება ჩინურ გუნდებსაც სურთ. მიმდინარე სეზონში ფერნანდომ 35 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125106